пятница, 8 мая 2015 г.

ჰუნები











ჰუნები — ცენტრალური აზიის ტრამალებიდან გამოსული თათართა მოდგმის ცხენოსანი, მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომები, რომლებიც II-IV სს შეიჭრნენ ევროპაში. IV საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს დასავლეთით გადანაცვლება, შეუტიეს ოსტგუთებს, ვესტგუთებს, სხვა ტომებს და ამით ბიძგი მისცეს ე.წ. ხალხთა დიდ გადასახლებას. ჰუნებმა გაანადგურეს, განდევნეს და შეიერთეს ბევრი ტომი, შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება ატილას მეთაურობით. 451 წელს შეიჭრნენ გალიაში, მაგრამ რომაელებმა ვესტგუთებთან შეკრეს კავშირი და დაამარცხეს ჰუნები კატალაუნის ბრძოლაში (451). შედეგ ჰუნების ტომობრივი გაერთიანება დაიშალა. აზიაში დარჩენილი ჰუნები კი ძირითადად ცენტრალურ აზიაში ცხოვრობდნენ IV-VI საუკუნეებში, მათი მცირე ნაწილი კავკასიაში VIII საუკუნემდე შემორჩა.

ჰუნები კატალაუნის ველზე ბრძოლისას